საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ირანის ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელს აბუზარ იბრაჰიმს უმასპინძლა.
ირანის ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაცია წარმოადგენს სამთავრობო ინსტიტუტს ირანში და მისი საქმიანობის სფეროში შედის საზღვარგარეთ სახელოვნებო და აკადემიურ წრეებს შორის კავშირების დამყარება, სპარსული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა, და ა.შ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ირანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში, განათლების სამინისტროს გარდა, შეხვედრები გაიმართება საქართველოს კულტურის მინისტრთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.