საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში, სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისება და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების მიზნით, სამინისტრო დაინტერესებულია სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანით და დანერგვით. აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა.
სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი.
პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე. სამაგიდო თამაში უნდა იყოს:
სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 10 აპრილამდე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე tamashebi@mes.gov.ge მოაწოდოთ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.