ბაკურიანში, უკვე მეორედ, მოსწავლეთა ახალი, 300 კაცამდე ჯგუფი გაემგზავრა. თითქმის ყველა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მოზარდები საინტერესო, მხიარულ და სხვადასხვა სპორტული თუ, შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთულ ერთ კვირას გაატარებენ ბაკურიანში.
პროექტი „ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად“ ემსახურება მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოებას, მათ ჩართვას სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, თანატოლების გაცნობას და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი გაგრძელდება და მის ფარგლებში, ათასობით მოსწავლე ზაფხულის არდადეგებს საქართველოს სხავადასხვა კუთხეში ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკებში გაატარებს.