ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (SDSU Georgia) თანამშრომლობით, ახალი ოთხსართულიანი (4000 კვ.მ.-ზე მეტი) საგანმანათლებლო ნაგებობის მშენებლობას იწყებს.
საგანმანათლებლო ნაგებობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე აშენდება.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში პირველ ორ სართულზე SDSU-საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები და ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები განთავსდება.