2013 წლიდან აუტისტი მოსწავლეებისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს
02.04.2017
პროგრამის მიზანია:
ხელი შეუწყოს მოსწავლის სოციალური, ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარებას, ქცევის მართვას
სსსმ მოსწავლეებმა შეძლონ თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია,სასწავლო პროცესში ჩართვა
ქ. თბილისის 72-ე, 166-ე, 132-ე, 41-ე საჯარო სკოლებში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, ქ. რუსთავის 21-ე, ქ. ბათუმის მე-13 საჯარო სკოლებში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები ფუნქციონირებს.
ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით.
ინტეგრირებული კლასისთვის კონკურსის წესით შერჩეულია: პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტები.
სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებზე.
საქართველოს ყველა საჯარო სკოლა, სადაც თუნდაც ერთი სსსმ მოსწავლეა, სკოლა მოსწავლის მხარდასაჭერად დამატებით დაფინანსებას ღებულობს.