საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები საგნობრივი სპეციალისტებისაგან.
შეხვედრების მასპინძელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი.
შეხვედრები გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის.: უზნაძის N52), მე-2 სართული, შეხვედრების ოთახი N249.
დაინტერესებულმა პირებმა - სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურმა ავტორებმა, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია საკონსულტაციო დღეების შესაბამისად შემდეგ მისამართზე: http://mes.gov.ge/s/n9oBw