სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, თბილისის სკოლების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მონაწილეობით, სპორტულ ღონისძიებათა ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს შეურთდნენ და სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე სპორტული ღონისძიება გაიმართა:
• ფრისბი
• Tower running (სირბილი და ესტაფეტის გადაცემა კიბეებზე)
• ბაგირის გადაძალვა
• მაგიდის ჩოგბურთი
• ჩელიდინგი
• მოძრავი თამაშები
• ბადმინტონი
• ლეგენდების კვალდაკვალ (დაშიფრული ადგილების ძებნა რუკების გამოყენებით)
ფესტივალის ბოლოს, გამორჩეული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ ღონისძიებათა ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სასკოლო სპორტის, ხელბურთის ფედერაციები და მანდატურის სამსახური იყო.