საქართვერლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „რუსთავის ფოლადსა“ და რუსთავის პროფესიულ კოლეჯს ,,მოდუსი“ შორის პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო კომპანიასთან „რუსთავის ფოლადი“, მოხდება კომპანიისთვის სტუდენტების მიზნობრივი გადამზადება საჭირო პროფესიებზე, მათი უზრუნველყოფა სტიპენდიით, საწარმოო პრაქტკით და შემდეგ, წარმატებული სტუდენტების კომპანიაში დასაქმებით. კომპანიის წარმომადგენლები ასევე ჩაერთვებიან სასწავლო პროგრამების შედგენისა და დახვეწის პროცესში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმატებული კოოპერატიული თანამშრომლობა კერძო სექტორთან და შრომის ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინება, ბევრ კერძო სექტორის წარმომადგენელს უჩენს მოტივაციას აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განათლების განვითარებაში და შესაბამისად, თავიანთი კომპანიებიც უზრუნველყონ კვალიფიციური კადრებით. სწორედ ასეთი მიდგომაა აუცილებელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.