CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, ჟენევა, შვეიცარია) ორგანიზებით, საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი ონლაინ საერთაშორისო მასტერკლასი გაიმართა, რომლის მიზანიც მოზარდებში ფიზიკის პოპულარიზაცია იყო.
საერთაშორისო მასტერკლასი კარგი შესაძლებლობა იყო ახალგაზრდებისთვის, ცერნში მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოეჩინათ მათთვის უცნობი სამყარო, შეხვედროდნენ მეცნიერებს, რომლებიც აწარმოებენ მნიშვნელოვან კვლევებს ფიზიკაში და გაეცნოთ თანამოაზრე ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ლექციები ჩატარდა მეცნიერების მიერ, რომლებიც მუშაობენ ცერნში მიმდინარე სხვადასხვა ექსპერიმენტებში. თეორიული კურსის შემდეგ, მასტერკლასის მონაწილეებმა დაამუშავეს ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მონაცემები. შემდეგ მოეწყო ვიდეო კონფერენცია ცერნის ექსპერტებთან, სადაც მოხდა მიღებული შედეგების განხილვა და სხვა ქვეყნების მონაწილეების შედეგებთან შედარება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პარალელურად, მასტერკლასები გაიმართა შემდეგ უნივერსიტეტებში: Brookhaven; Prague CTU; Rome Tor Vergata; Dubrovnik; Istanbul-Ozyegin; Split.