საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „ვისწავლოთ საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებისა და ინტერნაციონალიზაციის ფონზე, საგანმანათლებლო ჰაბის შექმნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მოზიდვა და მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის სრულყოფას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესზე.