დუბაიში საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გრძელდება, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჩვენი ქვეყნის უნივეტსიტეტებთან ერთად, წარმატებით წარმოადგენს პროექტს "ვისწავლოთ საქართველოში".
გამოფენის პირველივე დღეს, პროექტით ასობით უცხოელი დაინტერესდა და მათი დიდი უმრავლესობა დარეგისტრირდა ჩვენი წამყვანი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ, უცხოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.