პროფესიული პროგრამებისათვის დარეგისტრირებულ აპლიკანტებს 22
აპრილს პრეტესტის გავლის საშუალება ჰქონდათ. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაცნობოდნენ ტესტირების პროცესს. აპლიკანტს დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზე ჰქონდა მოცემული. პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება კი, 23 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით
09:00 საათიდან დაიწყება.
2017 წლის საგაზაფხულო სესიისათვის 8 500-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 28 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის სპეციალური მოდელი მოამზადა. ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით, კონკურსანტმა პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.