- წლების განმავლობაში ჩემი საქმიანობა ძირითადად სამშენებლო სფეროს უკავშირდებოდა, ბოლო პერიოდში გამიჩნდა სურვილი მძიმე ტექნიკის მართვა შემესწავლა, ვინაიდან შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ამ მიმართულებით. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის სპეციალობას „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დავეუფლე და შესაბამისად, მალევე დავიწყე მუშაობა. დღეისათვის შპს „ფერში“ ვმუშაობ და წარმატებით ვართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. 60 წლის ასაკში მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ კარიერაში - ტრაქტორისტი თეიმურაზ ალავერდაშვილი.