25.04.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აშშ-ის განათლების მდივანს ბეტსი დევოსს შეხვდნენ. განათლების მდივანმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა, შესაბამისად, ალექსანდრე ჯეჯელავამ მას მთავრობის მიერ განათლებისა და მეცნიერების სფეროში დაგეგმილი ის რეფორმები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აღნიშნული სფეროების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას. მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.