21.04.2017
2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით შეთანხმების თანახმად, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს შესთავაზებს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად ნებისმიერ სფეროში, პირველ რიგში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამედიცინო სფეროში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებებში და სპორტის და ხელოვნების სფეროებში.