საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო სამ თვეში ერთხელ ახალი წევრებით კომპლექტდება, ახალ წევრებს თავად დირექტორები ირჩევენ. დღეს განახლებული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა. სხდომის დასაწყისში ალექსანდრე ჯეჯელავამ ვრცლად ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე, შემდეგ კი, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინეს, გაიმართა მსჯელობა თითოეულ მათგანზე და მათი გადაჭრის გზებზე.