წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში დასრულდა პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაცია. თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას.
კოლეჯში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.
პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს, რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით, ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.