2002 წელს დაარსებული ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო სკოლა „გორდა’“ ახალ, კეთილმოწობილ და თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში გადავიდა. სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და სასწავლო გარემო დაათვალიერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.
„გორდამ“ ფუნქციონირების 15 წლის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია: ყოველწლიურად იზრდება ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა; მოსწავლეებს აქვთ მაღალი მაჩვენებლები სასწავლო ოლიმპიადებში, საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში; კურსდამთავრებულები რეპეტიტორების გარეშე ირიცხებიან და სახელმწიფო გრანტით სწავლას აგრძელებ ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში; სკოლის მოსწავლე-გამომგონებლები წლების მანძილზე კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები და აშშ-ის მსოფლიო გამომგონებელთა კონკურსის მონაწილეები არიან...
სკოლაში 80 პედაგოგი მოღვაწეობს და მათგან 3 მეცნიერებათა დოქტორი, 2 პროფესორი, 1 წამყვანი, 17 უფროსი და 28 პრაქტიკოსი მასწავლებელია.