კოლეჯში დასრულდა სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი, შენობა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კოლეჯში „ახალი ტალღა“ გაგრძელდება სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი.
პროფესიულ კოლეჯში ისეთი სპეციალობები ისწავლება, რაც მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ - ტურიზმი, სარესტორნო საქმე, მშენებლობა, მძიმე გადაზიდვებისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი და სხვ.