საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრების, ფონდებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.