საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, დოქტორი გერდ მიულერი სტუმრობს. მიულერის საქართველოში ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს უკავშირდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერდ მიულერი საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდა და სრული ინფორმაცია მიიღო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, აღსანიშნავია, რომ გერმანელი სტუმრის განსაკუთრებული დაინტერესება იმ რეფორმებმა გამოიწვია, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებითა და გერმანული მხარის ხელშეწყობით ხორციელდება.
გერდ მიულერის ერთდღიანი ვიზიტი
პროფესიულ
კოლეჯ
„სპექტრის“
დათვალიერებით დასრულდა, რომელთანაც გერმანული მხარე დიდი ხანია თანამშრომლობს. კოლეჯში მინისტრმა ოფიციალურად გახსნა ახალი პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოების
(GIZ) მიერ
ხორციელდება
საქართველოში,სომხეთსა და აზერბაიჯანში.