51 საჯარო სკოლაში აქცია გაიმართა სახელწოდებით ,,მშობელი - სკოლის თანამშრომელი“. აქციის მიზანი იყო მშობელთა აქტიური, რეგულარული მონაწილეობა შვილის განათლებაში, მაქსიმალური ჩართულობა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სასწავლო პროცესში. ყველა მშობელს ჰქონდა საშუალება სხვადასხვა კათედრის წარმომადგენელთან ერთად დაეგეგმა და ჩაეტარებინა გაკვეთილები, უშუალო მონაწილეობა მიეღო დირექციის, ადმინისტრაციის, მანდატურის, ექიმის, სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების, ხარისხის მართვის სამსახურის საქმიანობაში. 51-ე სკოლას 200- მდე თანამშრომელი ჰყავს, ამ დღეს მათ ფუნქციებს მშობლები ასრულებდნენ.
მშობლებს შორის ბევრი წარმატებული და საზოგადოებითვის ცნობილი ადამიანი იყო, მათ თავიანთი პროფესიების მიხდვით შეარჩიეს თემები და ერთი სამუშაო დღე სკოლაში გაატარეს. მშობლებთან დიალოგის ეს სახე ამდიდრებს სასკოლო კულტურას, ზრდის დემოკრატიულობის ხარისხს. ეს არის ერთგვარი აღიარება სასკოლო ცხოვრებაში მშობლის როლის მნიშვნელობისა.