წელს Erasmus+ -ის პროგრამა 30 წლის ხდება. პროგრამა დაიწყო 1987 წელს და თავდაპირველად მხოლოდ ევროპის ქვეყნებს მოიცავდა. პროგრამაში ქართული უნივერსიტეტები 1995 წლიდან მონაწილეობენ, ხოლო სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ჩვენი მოქალაქეებისათვის ათი წლის წინ ამოქმედდა. Erasmus+-ის პროგრამა ხელს უწყობს პარტნიორობას ევროპულ უნივერსიტეტებთან და საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული უნივერსიტეტების განვითარებაში: შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, ჩატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, დაინერგა ევროპული ხარისხის სტანდარტები.
მნიშვნელოვანი სტატისტიკა
● 39 ქართული უნივერსიტეტის მონაწილეობით 102 პროექტი განხორციელდა;
● ბოლო ორ წელიწადში, 2 444 Erasmus+ გაცვლითი სტიპენდიით, საქართველო 131 პარტნიორ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა.