პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო მოეწყო. დამონტაჟდა პანდუსები, ადაპტირებული სველი წერტილები ეტლით მოსარგებლეებისათვის, სენსორული ბილიკები, მოაჯირები, კიბეების და მოაჯირების მარკირება, ზონების კონტრასტული გამოყოფა, სახელურები, კარები - უსინათლო და სუსტად მხედველებისათვის და სხვა. კოლეჯში ასევე განხორციელდა ლაბორატორიების აღჭურვა, დასრულდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მალე დაიწყება სარემონტო და აღჭურვითი სამუშაოები. განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.
კოლეჯი ოცდაათზე მეტ სასწავლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორის არის პროფესიები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და დამსაქმებელთა შორის. „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები სრულად ითვალისწინებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.