სასკოლო განათლების ძირითად გამოწვევებზე მიძღვნილი კონფერენციის მეორე დღე დაეთმო დისკუსიებს იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ასევე განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.