თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების სტუდენტებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების (USMLE) პირველი ეტაპი წარმატებით ჩააბარეს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს შედეგი მათ არჩეული სპეციალობით, აშშ–ში რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.
თსსუ–ში სამედიცინო კადრი ემორის (აშშ) სამედიცინო სკოლის მოთხოვნილებათა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის გლობალური სტანდარტების შესაბამისად მზადდება. პროგრამის წარმატებით განხორციელების საფუძველია ემორის (აშშ) სამედიცინო სკოლის ადმინისტრაციისა და პროფესურის აქტიური მონაწილეობა და მუდმივმა თანადგომა, თსსუ–ის პერსონალისა და ემორის სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამები, თსსუ–ის მაღალპროფესიული აკადემიური პერსონალი, რომელთაც უცხოელ სტუდენტთათვის ინგლისურ ენაზე მედიცინის სწავლების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.