„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში“ გარკვეული ცვლილებები (იხ. ბრძანება N88/ნ, 01.06.2017წ) განხორციელდა.
აღნიშნულს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები საკითხით დაინტერესებული პირების ჩართულობით. წესისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტები მომზადდა სხვადასხვა, მათ შორის საჯარო, ფორმატში განხილვისა და შეჯერების შედეგად. განხორციელებული ცვლილებები ემსახურება ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელების ხელშეწყობას და მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ კოდიფიცირებული ვერსიის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: (http://mes.gov.ge/s/CJmfX).