16.06.2017
2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებით დასრულებისთვის, თბილისის სკოლების 588 კურსდამთავრებული ოქროს მედალოსანი გახდა. დღეს ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ თბილისის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონების 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები. მათ ოქროს მედლები გადასცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნირების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საკრებულოს სახელით, გიორგი ალიბეგაშვილმა ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადასა და ინფორმატიკის ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოსწავლეებიც დაასაჩუქრა.