„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ახორციელებს პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით. ამ ეტაპზე, დასრულებულია 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვა (ჯამში 5,336 მოსწავლე). კომპაქტის დასრულებამდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია 100-მდე სკოლის რეაბილიტაცია, რაც ჯამში 37 ათასამდე მოსწავლეს მოიცავს. სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ინვესტიცია 55.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სრულად რეაბილიტირებულ სკოლებს შორისაა ქარელის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა (ბერბნისის, საღოლაშენისა და კეხიჯვარის საჯარო სკოლები). ბერბნისისა და კეხიჯვარის სკოლები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მოინახულეს.