საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ამჯერად, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი იქნა წარმოდგენილი, კერძოდ: ეთნიკური უმცირესობების და სოფლის მცირე სკოლებისთვის პედაგოგების მომზადება და სასწავლო პროცესში ჩართვა; პროექტის „ისწავლე საქართველოში“ - მიმდინარე საკითხები; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგია; მაინორ პროგრამების შეფასების საკითხი; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაქვემდებარებაში არსებული საშუალო სკოლების მოსწავლეთა განათლების აღიარებისა და საერთაშორისო სტუდენტების ვიზებთან დაკავშირებული საკითხები; სახელმწიფოსა და შპს „პირადი ადვოკატის სააგენტოს“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი - GREENWAY.