განათლების საერთაშორისო ცენტრსა და სამხრეთ იუტას უნივერსიტეტს შორის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა შედგება. ცენტრი ხელს შეუწყობს საჯარო და აკადემიური სივრცისთვის ხელოვნების ადმინისტრირებისა და მართვის სპეციალისტების გადამზადებასნ იუტას უნივერსიტეტის ბაზაზე. კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ადგილობრივი კულტურული კონტექსტის გათავლისწინებით, გაიღრმაონ ცოდნა ხელოვნების ადვოკატირების, კომუნიკაციის, ფონდების მოძიების მიმართულებით.
კონსულტაციები პროგრამის შინაარსის ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სადაც ხელოვნების ადმინისტრირებას ასწავლიან. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია 2018 წლის ზაფხულისთვის.