სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტების მიერ იგეგმება სხვადსხვა სახის სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვა.
საკონტაქტო და დეტალური ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://mes.gov.ge/s/Technic.
დაინტერესებულ პირებს (პოტენციურ მიმწოდებლებს) შეთავაზების (ფასი, მიწოდების ვადა და სხვა) წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 17 ივლისამდე, საკუთარი წინადადების გაგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე: nkhuroshvili@mes.gov.ge (ტელ.: 2 200 220 (1462)