06.07.2017
საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე წარსადგენად, ორკვირიანი წრთვნები დაიწყეს. საქართველო 2017
წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა, ბიოლოგია) წარადგენს.
ორკვირიანი მომზადების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრები გუნდები გაემგზავრებიან:
• ფიზიკის 48–ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე, IPhO 2017, რომელიც გაიმართება ინდონეზიაში, 16-24 ივლისს;
• მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე IMO 2017, რომელიც გაიმართება ბრაზილიაში, ქ. რიო დე ჟანეიროში 12-23 ივლისს;
• ინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე IOI 2017, რომელიც გაიმართება ირანში, ქ. თეირანში 28 ივლისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით;
• ბიოლოგიის 28-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე IBO 2017, რომელიც გაიმართება დიდ ბრიტანეთიში, ქ. ქოვენთრიში 23-30 ივლისს;
• ქიმიის 49-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე IChO 2017, რომელიც გაიმართება ტაილანდში, ქ. ბანგკოკში 6-15 ივლისს.
ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და
ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2017 წლის
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის
შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო
ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი
დაკომპლექტდა სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად.