ევროპის ტრენინგების ფონდისა (ETF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი კვლევის „ინკლუზიური უნარები სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციური საწარმოების განვითარებისთვის COVID-19-ის შემდგომ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" ღონისძიება თემაზე: "წიგნი ჩვენ და გარემო".
პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და სხვადასხვა პროფესიების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, სკოლებში სახალისო და შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.
2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება.
I-XII კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა დღეს თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში, სადაც ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.