საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნდა.
პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „კოვიდ-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“ დასრულდა. ორდღიანი კონფერენცია „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა, პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს, ისაუბრეს გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით (UNHCR) და შვეიცარიის კონფედერაციის მასპინძლობით ონლაინღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს ლტოლვილთა პირველი გლობალური ფორუმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შუალედური მიმოხილვა წარმოადგენდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გახსნა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.
მიმდინარე სამეცნიერო პროცესების პოპულარიზაციის მიზნით, 20-25 დეკემბერს საქართველოში „მეცნიერების კვირეული“ გაიმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელთაც ადამიანური კაპიტალის განვითარების რეგიონული დირექტორი ფადია სადააჰი ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალეკო გობრონიძემ, ისრაელის ელჩ რან გიდორთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, მარნეულის N4 და სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში ისრაელის საელჩოს დაფინანსებით განხორციელებული პროექტები მოინახულა.
„საქმე, რომელიც გიყვარს, არასოდეს არის რთული და დამღლელი, ბავშვებთან ურთიერთობით როგორ უნდა დაიღალო?!“ – აცხადებს თამარ მანუჩარაშვილი, რომელიც ქართულ ენას ჯერ დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოს სომხურენოვან მოსწავლეებს, ამჟამად კი მარნეულის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანულენოვან ბავშვებს ასწავლის.
ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა.