განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ "აისში”, ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები ისვნებენ და პარალელურად პროფესიულ მიმართულებებს ეუფლებიან.
საზაფხულო ბანაკის პროგრამა კინო გადაღებებს, სცენარის სპეციფიკის გაცნობას, მონტაჟის სწავლებას, ფოტოხელოვნების ვორქშოპებს, კულინარიასა და ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიის შესწავლას ითვალისწინებს. მოსწავლეები ჩართულნი არიან ასევე სხვდასხვა ინტელექტუალურ, სპორტულ აქტივობებსა და გუნდურ თამაშებში. იმართება ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ და ა.შ.
კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში საზაფხულო ბანაკი 10 ივლისს გაიხსნა და ის შვიდიდან ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც 2017 წლის ივლის-სექტემბერში 1500 ბენეფიციარს ნაკადებად (თითოეულ ნაკადზე 150 მოსწავლე) მიიღებს.
სახელმწიფო დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, წელს 60-მდე ნაკადი, ჯამში 11 000-მდე სკოლის მოსწავლე დაისვენებს.