საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრში, უნგრელი და ფრანგი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი დაიწყო, რომელიც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გახსნა.
სემინარის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად, მოხდება საუნივერსიტეტო საჭიროებების განსაზღვა და ანალიზი, რათა ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის განისაზღვროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მოდული, დაიგეგმოს საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამები.
აღნიშნული მოკლევადიანი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასტიპენდიო პროგრამები, აკადემიურ სივრცეში დასაქმებულთათვის ახალი ცოდნისა (თემატური, საგნობრივი) და ეფექტიანი მართვის/ ადმინისტრირებისთვის საჭირო კომპლექსური უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროგრამების განხორციელებას განათლების საერთაშორისო ცენტრი ფრანგ და უნგრელ პარტნიორებთან ერთად 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
სემინარის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები.