,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ,,განათლების მეორე ალტერნატიული პროგრამების“ (ე.წ. დაწევის პროგრამების) განხორციელების ორგანიზაციული პრინციპები განიხილეს, რომელიც 9 კლასის ატესტატის არ მქონე სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების ფორმალურ განათლებაში ჩართვის შესაძლებლობას გულისხმობს.
,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ საგანმანათლებლო მოდელი, ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ითვალისწინებს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. პროგრამების მიზანია, განათლება მისცეს მათ ვინც ადრეულად, სავალდებულო ზოგადი განათლების დასრულებამდე მიატოვა სკოლა ან საერთოდ არ უვლია სკოლაში, არ გააჩნიათ 9 კლასის დასრულების დამადასტურებელი ატესტატი და შესაბამისად დღეს-დღეობით არ აქვთ უფლება ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებელში.