საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფინანსური შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით. ამ მიზნით, საქართველოს ევროკომისიის მეცნიერების განვითარების ექსპერტი კრისტოფ კრაცკი ეწვია.
კრისტოფ კრაცკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეცნიერების მიმართულების ფორმირებისა და არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების პროცესში, ექსპერტულ დახმარებას გაუწევს.