საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. სერიალში გაჟღერდება სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ სასარგებლო მესიჯები. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ბავშვების სოციალური უნარების, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და ისეთი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვა, ბავშვთა უფლებები (მაგ. განათლების უფლება, ინკლუზიური განათლება) სწავლისადმი ინტერესის გაღრმავება, შრომისმოყვარეობა, მეგობრობა.
ამ
მიზნიდან გამომდინარე გაიმართა კრეათონი - კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოხდა კრეატიული იდეების გენერირება
ორი მიმართულებით -
სინოფსისი და გმირების ესკიზები. ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები და მათ
ფულადი პრიზი გადაეცათ 1000 ლარის ოდენობით. კრეათონის ფარგლებში შერჩეული იდეები
გამოყენებული იქნება საბავშვო ანიმაციური სერიალის განვითარებისთვის.