საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით. ექსპერტები ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.
ამ მიზნით, საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებოდა ევროკომისიის უმაღლესი განათლების ექსპერტი, პიტერ დებრეცენი, რომელიც ექსპერტულ დახმარებას უწევს სამინისტროს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის უმაღლესი განათლების მიმართულების ფორმირებისა და არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების პროცესში.