შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორი ქართველი მეცნიერი ილიას უნივერსიტეტიდან - კონსტანტინე ერისთავი და ბექა კობახიძე 12 თვიანი კვლევითი მივლინებით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.
მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით, კვლევას განახორციელებენ. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში და რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში განხორციელდება.