საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომელიც სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით ჩამოყალიბდა. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ ევროპელი ექსპერტები.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სკოლამდელი განათლების ნაწილის შემუშავებაში სამინისტროს დიდი დახმარება გაუწია გაეროს ბავშვთა ფონდმა.
სექტემბრის დასაწყისისთვის, დაგეგმილია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსიის დასრულება და მისი შემუშავების პროცესის გაგრძელება საზოგადოების მეტი ჩართულობით.