მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი თბილისის მასშტაბით ტარდება და მასში დედაქალაქის 60 საჯარო სკოლა მონაწილეობს, ჩემპიონატი 3 ეტაპად ჩატარდება. მაისის ბოლოს მეორე ეტაპზე 20 საუკეთესო გუნდიდან 6 ფინალისტი გამოვლინდება და საბოლოოდ კი ერთი სკოლა გახდება თბილისის ჩემპიონი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია და კავშირი ”მხიარულები და საზრიანები ახალგაზრდობისათვის”.
გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.