ანაკლიის ბანაკი ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც ეტაპობრივად 2300 მოსწავლეს უმასპინძლებს. ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ მოინახულეს და ერთ-ერთი ნაკადის დასრულების საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
ანაკლიის ბანაკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების მიერ ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან ერთად.