ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
როგორც ცნობილია უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ სტანდარტებთან. ამიერიდან ამ მიმართულებით ქართული უნივერსიტეტების მიერ შესრულებული სამუშაოები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეფასდება და დაიდება რეკომენდაციები. ამ ეტაპზე რეკომენდაციები არსებობს სამართლის და მედიცინის მიმართულებებისთვის. უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება ექნებათ უფრო სერიოზულად მოემზადონ აკრედიტაცია-ავტორიზაციის ახალი სეზონისთვის.
ხელშეკრულების მიზანია საერთაშორისო ექსპერტების მიერ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასება და ამ პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც საბოლოოდ სწავლების ხარისხზე აისახება.