პროგრამის „განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი სამუშაო ჯგუფმა განიხილა. განხილვაში მონაწილეობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კითხვარის საბოლოო ვარიანტში.
აღსანიშნავია რომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან 120 საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების მონიტორინგს იწყებს. გარდა ამისა, დაგეგმილია პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" მონიტორინგიც, რომლის ფარგლებშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მიუსაფარი (ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე) ბავშვების დღის ცენტრებში, ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია, მიუსაფარი ბავშვების ფორმალურ განათლებაში/საჯარო სკოლებში ინტეგრაცია. მონიტორინგის საველე სამუშაოები სექტემბრის თვიდან დაიწყება.