9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი მიმდინარეობს. წელს ფორუმში მონაწილეობას 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია იღებს და მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.