ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტების მიერ, 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში სკოლის დირექტორებსა და მოადგილეებს, როგორც სასწავლო ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებზე.
ტრენინგი კომპლექსურად გახორცილედა, რაც გულისხმობს სასკოლო საზოგადოების, როგორც ერთიანი გუნდის გაძლიერებას და სიახლეების დასანერგად მათ მომზადებას. შესაბამისად, გადამზადდნენ: დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და დაწყებითი საფეხურის პედაგოგები - ჯამში 70 პირი.
ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ინსტრუქციები დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის, რომელიც ადგილზე გადაეცათ ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს. ინსტრუქციები დაეფუძნა ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ სტანდარტსა და აქტივობებს.