ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.
ჯამში 70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი რეაბილიტირდა და 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის სასწავლო გარემო გაუმჯობესდა.